1. პროექტის დასახელება: შეჩერდი წამო - მშვენიერი ხარ!
2. პროექტის მთავარი იდეა/თემა: მოსწავლეები სურათს უღებენ საინტერესო მომენტებს, ასევე საოჯახო ალბომიდან არჩევენ სურათებს და ქმნიან გრანდიოზულ ფოტოგამოფენას.
3. პროექტის აქტუალობა: ფოტოგრაფირება არის განვითარების ერთ-ერთი გზა. ფოტოსურათები ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, რომ ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა ეტაპებისაგან შესდგება.ბავშვი ,როცა ათვალიერებს ოჯახის ალბომს , გრძნობს თავს საოჯახო ხის ერთ-ერთ "ტოტად". ეს მატებს მდგრადობისა და საიმედოობის შეგრძნებას- სწორეთ ეს შეგრძნებები გვაკლია ცხოვრებაში.
ფოტოგრაფირება ანვითარებს აღქმის ვიზუალურ არხს, მხედველობით მეხსიერებას, სივრცეში ორიენტირებას, სილამაზისა და ესტეტიკის შეგრძნებას, თვალსაჩინო-წარმოსახვით აზროვნებას.
4. პროექტების მიზნები: პროექტს მიზნათ აქვს დასახული, რომ მოსწავლებს ჩამოუყალიბდეთ სწორი არჩევანის, პასუხისმგებლობის უნარი ,რაც მოსწავლეებში იწვევს საკუთარ ძალებში რწმენის მატებას .
მუშაობის პროცესში იქმნება კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
პრაქტიკული მუშაობა ბავშვს უნვითარებს თანამშრომლობის უნარს.
ამ პროექტმა შესაძლებელია მოსწავლეებს ბიძგი მისცეს მომავალი პროფესიის არჩევაში.
5.მოსწალეთა ასაკი: 9-11,12-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2012 წლის თებერვალი-აპრილი; 3 თვე.
7.მოსალედნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შესაძლებელია შეიქმნას ვებგვერდი, აგრეთვე ფოტოკოლექციების შექმნა.
8. პროექტიასტიოთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, პოტოსურათები საოჯახო ალბომიდან, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტიბობები): მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ სხვადასხვა დავალებებს თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე .
პირველი ჯგუფი: მე - რეპორტიორირამოდენიმე მოსწავლეს შევთავაზებ რეპორტიორობას. ისინი აგროვებენ ინფორმაციას კონკრეტულ მოვლენებზე, აკეთებენ რეპორტაჟებს სკოლის,თავიანთი სოფლის ცხოვრებაზე.
მეორე ჯგუფი: მე- ფოტომოდელი
ამ პროექტში მონაწილეობს ყველა მსურველი, ისიც ვისაც არააქვს ფოტოაპარატი. სკოლაში ტარდება მოდელების გადაღება: გოგონები მაკიაჟს იკეთებენ, იცმევენ ლამაზად და პოზირებენ, ბიჭები კი წარმოადგენენ თავს თავიანთი საყვარელი გმირების სახით.
მესამე ჯგუფი: მე - კოლექრიციონერი
ეს ჯგუფი აგროვებს ფოტოკოლექციებს სხავადასხვა თემებზე: ბუნება, ცხოველებები, მცენარეები, ავტომობილები და ა.შ.
მეოთხე ჯგუფი : მე- ვებდიზინერი
ამ ჯგუფს ევალება ვებგვერდის შექმნა და ვებგვერდზე ფოტოსლაიდების განთავსება.
საბოლოოდ ყველა მოპოვებული სურათისაგან ვქმნით დიდ ფოტოგამოფენას, სადაც იქნება სტენდები სხვადასხვა თემატიკაზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ბიოლოგია, ქართული,ისტ; ინფორმაციების, უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, მოსწავლეებისათვის პირობების შექმნა, რათა მათ სწორად აირჩიონ თავიანთი მომავალი განვითარების გზა.
11. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ნათია ტურავა
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: natiaturava@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natiaturava.blogpost.com. (ნათიას ბლოგი)

